პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, ვფიქრობ, დღეს არ დასრულდება და გაგრძელდება

ვფიქრობ, რომ დღეს არ დამთავრდება ეს მოლაპარაკება შეთანხმებით. დღეს არის მომდევნო ფაზა სამუშაო პროცესის, ალბათ, ხვალაც იქნება შეხვედრა ან კიდევ შემდგომი შეხვედრაც დაგვჭირდება. მოლაპარაკებები მიდის რთულად, ორივე მხარეს ბევრ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მოდერატორის ფუნქცია ეს არის, რომ შეაჯეროს ეს პოზიციები. 

ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის პრიორიტეტული არის ის, რომ შეთანხმება გაფორმდეს ყველას შორის, ყველას მონაწილეობით და არა ვინმესთან ცალკე, ამიტომ მსჯელობა იმაზე, რომ ვინმე რამეს ცალკე იზამს და ასე იზამს, ამ ეტაპისთვის, აბსოლუტურად არასწორია. 

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებასთან შეხვედრამდე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-7 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა ღარიბაშვილი. 

გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები "რთული და მძიმე იყო" და, მათივე თქმით, "არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული."

კომენტარები