ლადო კახაძე

კახაძე: 21-ე საუკუნეში ვერაგი სიძულვილის ვირუსი აღმოვაჩინე, რომელიც კორონავირუსზე უარესია

21-ე საუკუნეში საშინელება აღმოვაჩინე, თითქმის განუკურნებელი, ვერაგი ვირუსი – სიძულვილის ვირუსი, რომელიც კორონავირუსზე გაცილებით უარესია. გესლიანია, შხამიანია და მხოლოდ ამ სიძულვილის ვირუსით დაავადებულ ტვინს შეუძლია ხელი აღმართოს ოჯახზე, შეეხოს და წაბილწოს ოჯახის სიწმინდეები, უარყოს ოჯახში ჩაბუდებული რწმენა და სიყვარული, სითბო, ერთგულება, მსახურება, მიტევება, დათმობა, კულტურა, ტრადიცია, ადათი. მაგრამ ამ ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაც ვიპოვე – სიყვარული. გიყვარდეთ თქვენი ოჯახები, პატივით მოიხსენიეთ გარდაცვლილთა სულები...

ამბობს ქართული ოცნების წევრი ლადო კახაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები