მეწყერი

გეოლოგი: 100%-ით ვერ გეტყვით, რომ გამორიცხულია მოსახლეობას მეწყერი შეეხოს

რაც შეეხება მასშტაბებს, დღეს დილას დაიწყო აქ ჩვენმა ჯგუფმა მუშაობა, აგრძელებენ და გაგრძელდება მომავალ დღეებშიც, თუმცა, წინასწარი შეფასებით, აი, ფოტოებზე რაც ვნახეთ, ვიზუალურად, მოწყვეტილი ბლოკი რაც არის, მანდ საუბარია 500 000 კუბური მეტრის მეწყრულ მასალზე, რომელიც უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ, თუმცა, აქ არის მეორე მომენტი და რაზეც, პრინციპში, ჩვენ ვფოკუსირდებით, შესასწავლია და ამის გაზომვას ჩვენ დავიწყებთ აუცილებლად, ხომ არ არის მეზობელი უბნებიც დინამიკაში მოსული, ვიზუალურად ამ უბნებს დინამიკა არ ეტყობა, მაგრამ გეოდეზიური გაზომვით შეიძლება გამოჩნდეს, რომ ეს უბნებიც დესტაბილიზებულია.

შეეხება თუ არა ეს მოსახლეობას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის მარტივი, საბედნიეროდ, მოსახლეობა ამ ზონიდან ცოტათი უფრო სხვაგან არის განსახლებული, თუმცა 100%-ით ვერ გეტყვით, რომ გამორიცხულია, ვინმეს რამე შეეხოს, ეს არის შესასწავლი, დასათვლელი და მოდელირებაა ამის გასაკეთებელი.

ამბობს გეოლოგი ლაშა სუხიშვილი ტაბულასთან საუბრისას. თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

კომენტარები