მეწყერი

"გერმანიიდან ველოდებით სპეციალისტებს" – კალაძე მეწყრულ პროცესზე

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით ორშაბათს, 22 მარტს გერმანიიდან სპეციალისტებს ელოდებიან.

"გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია, ეს არ არის დღეს და გუშინ დაწყებული პროცესი. ეს არის წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები. ჩვენ როგორც კი შევატყვეთ, რომ საფრთხე იყო, პრევენციული ღონისძიებები იქნა გატარებული  - მაჭავარიანის ქუჩის გადაკეტვა მოხდა ორმხრივად. 

ორშაბათს ველოდებით გერმანიიდან სპეციალისტებს და უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოები, რომ გზა რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გაიხსნას და უსაფრთხო იყოს გადაადგილება". - ამბობს თბილისის მერი.     

კალაძის თქმით, პროცესი გზის სამუშაოებთან დაკავშირებული არ არის. 

"მეწყრული პროცესია მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდზე, ხოლო ახალი გზის სამუშაოები მიმდინარეობს ამ ქუჩის ქვემოთ. ერთადერთი, რა სამუშაოებიც ჩატარდა მაჭავარიანის ქუჩაზე, იყო წყლის და წყალარინების მილების შეცვლა". - ამბობს ის.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. გუშინ, 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

"მეწყერი უკვე დაძრულია" - გეოლოგების შეფასება მაჭავარიანის ქუჩაზე

 

კომენტარები