პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონი დაგეგმილ შეხვედრაზე: გულმოდგინედ ვიმუშავებთ, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი

კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი დღესაც შეხვდება ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. დანიელსონის თქმით, ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. 

"ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე, ეს არის მედიაციის ძალისხმევა. ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღეს, ისევე როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ასე რომ, ველოდები, რომ მოგვიანებით შეგხვდებით“, – ამბობს დანიელსონმა. (პირველი არხის თარგმანი)


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება. გუშინდელი  შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები რთული და მძიმე იყო, შედეგი კი ჯერ არ აქვთ.

კრისტიან დანიელსონი მე-7 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შარლ მიშელის მედიატორობით 1-ელ მარტს განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

კომენტარები