ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

შსს: ენმ-ს ოფისის ბანერზე პნევმატური იარაღიდან სროლისთვის ერთი პირი დავაკავეთ

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფასადზე არსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გუშინ, 17 მარტს, დ.კ.-მ კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფასადზე არსებულ ბანერს, ავტომობილიდან, პნევმატური იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

1991 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე საათში, კახეთში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი-პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები