პოლიტიკური კრიზისი

სტოლტენბერგი ღარიბაშვილს: ოპოზიციასთან ერთად იპოვეთ პრობლემის საერთო გამოსავალი

ჩვენი პარტნიორობა იმას ნიშნავს, რომ რთულ საკითხებზე საუბარს არ უნდა გავექცეთ. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები გვაღელვებს. NATO იმედოვნებს, რომ საქართველო იმ დემოკრატიულ სტანდარტებს დაუბრუნდება, რომელთაც ბოლო წლებში ავითარებდა. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური სხვაობების დიალოგით მოგვარება. NATO მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის მცდელობებს. 

პრემიერმინისტრო, მოგიწოდებთ, რომ ოპოზიციასთან ერთად იმუშაოთ, რათა იპოვოთ საერთო საფუძველი და პრობლემის გადაჭრის საერთო გამოსავალი...

მიმართა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 17 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები