მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ასევე ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენი მხარდამჭერების არჩევანს და ქართული ოცნება ვერ გადადგამს ნაბიჯს, რომლითაც ჩვენი მხარდამჭერების ნდობა დადგეს დარტყმის ქვეშ. პანდემიის მიუხედავად, ჩვენმა ორ მილიონამდე თანამოქალაქემ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა, შესაბამისად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოთხოვნის განხილვა, თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და მე მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოოდ იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად ასახავს პოზიციებს ყველა საკითხზე...
tbl.ge/5gt1
დაკოპირდა
განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ხვალ, 18 მარტსაც გაგრძელდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები რთული და მძიმე იყო, შედეგი კი ჯერ არ აქვთ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-6 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა