პოლიტიკური კრიზისი

ნათელაშვილი: პირველი საკითხი არ იყო ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდით მოლაპარაკების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას, კონსულტაციას და რაუნდებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული და გადაწყვეტილი

[...] პირველ საკითხებად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა, რომელიც უნდა იყოს ახალი არჩევნების რიცხვის შემდეგ შემდგომი საკითხი, არცერთ შემთხვევაში პირველი. ეს არის დოკუმენტირებული შემოთავაზება, ალბათ, დღემდე მიმდინარე კონსულტაციების შედეგად...

ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ. ნათელაშვილმა შეხვედრა დატოვა.

კომენტარები