პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: მაქვს ვარაუდი, რომ მომლაპარაკებლებმა შეძლეს პოზიციების დაახლოება

 ის ფაქტი, რომ მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, ოპოზიცია და ქართული ოცნება, შეიძლება, ვარაუდის დონეზე გულისხმობდეს იმას, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება. ეს შეიძლება იყოს ოპტიმიზმის საფუძველი. შეიძლება ეს ამის ნიშანი იყოს. ღარიბაშვილისა და კობახიძის საჯარო განცხადებები არაფერს ნიშნავს, მთავარია, რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ამიტომ, აქ რაც მოხდება, ეგ იქნება მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია, რა ხდებოდა ბრიუსელში...

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა,  კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე. 

კომენტარები