ოკუპირებული აფხაზეთი

"არ იკვეთებოდა ჩივილი" - ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ქალი კარანტინში გარდაიცვალა

ODISHINEWS

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 16 მარტს გადმოყვანილი შუახნის ქალი საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა.  

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ქალს გადმოყვანის შემდეგ ელ.კარდიოგრაფია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. შესაბამისად, სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან "არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი". 

"ქალბატონი, დადგენილი წესით, საკარანტინე სივრცეში სასტუმრო "ანაკლიაში" მოთავსდა. აღსანიშნავია, რომ საკარანტინე სივრცე სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს. პაციენტის საკარანტინე სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში, ექიმის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოხდა. ადგილზე მისულ ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა". – წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები