ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: ნაციონალური მოძრაობის ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

primetimenews.ge

თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 

როგორც სალომე სიგუა Facebook-ზე წერს, გასროლის კვალი პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ბანერს ეტყობა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე გასროლის კვალი ეტყობა ნიკა მელიას აი ამ ბანერს. გასროლა თეთრი ქამრიდან მოხდა". – წერს სიგუა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. 

კომენტარები