გოგი წულაიას დაკავება

შსს წულაიაზე: ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა

პირველი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტრო გოგი წულაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, წულაიამ ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები