ზონალურ-საათობრივი პარკირება

კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა ფშაველას და ყაზბეგის გამზირებზეც დაინერგება

კახა კალაძე
თბილისის მერია

ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა ფშაველას და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზეც დაინერგება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს "მიმდებარე ქუჩებსაც" შეეხება. კალაძის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით ზონალურ-საათობრივი პარკინგის 2 629 ადგილია, ხოლო ვაჟა ფშაველას და ყაზბეგის გამზირებზე 2 400 ადგილი დაემატება.

"აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს ავტომანქანების რეგისტრაციაში დაეხმარებიან ჩვენი თანამშრომლები და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე" - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ პარკირება უფასოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

"მათ უნდა დაარეგისტროონ ავტომობილები სისტემაში, პარკირება ასევე უფასოა ელექტრომობილებისთვის, შშმ პირებისთვის და A კატრეგორიიის ტაქსის მძღოლებისთვის - მათთვის გამოყოფილია ცალკე ადგილები.

რაიონების, ქუჩების მიხედვით იქნება განსხვავებული ტარიფები და ეტაპობრივად მივყვებით,  მთელი ქალაქის მასშტაბიოთ იქნება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა" - აღნიშნა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უკვე მოქმედებს ვაკეში, ასევე, პეკინზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში.

კომენტარები