პოლიტიკური კრიზისი

ევროკავშირი: პოლიტიკური კრიზისის დროული გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება

Emerging Europe

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა ერთობლივი პრეს-რელიზი. ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, რომ სწრაფად გადაიჭრას არსებული პოლიტიკური ვითარება და რომ ევროკავშირის შუამავლობაში მუშაობის გაგრძელება აუცილებელია, რათა კრიზისი დროულად გადაიჭრას.

"ასოცირების საბჭო დიდ მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების გამო. ევროკავშირი [მხარეებს] მოუწოდებს, რომ სწრაფად გადაიჭრას არსებული პოლიტიკური ვითარება, ყველა მხარემ გააძლიეროს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისთვის და გაერთიანდნენ, რათა ნახონ და შეთანხმდნენ საერთო საკითხებზე. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ ყველა აქტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუშაობის გაგრძელება ევროკავშირის მხარდაჭერილ შუამავლობაში, საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დროული გადაწყვეტის მოსაძებნად.

ასოციაციის საბჭომ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოწოდება ყველა პოლიტიკურ აქტორთან, რომ ერთად იმუშაონ და შეინარჩუნონ ღია დიალოგი საქართველოში, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, პლურალისტული დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების წინსვლისთვის". – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები