პოლიტიკური კრიზისი

თალაკვაძე: ოპოზიცია სჭირდება პარლამენტს, დემოკრატიას, ხელისუფლებას

თვითონ ოპოზიციაც, რომელიც სამწუხაროდ, ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, თვითონ ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიც, რომლებიც პრეზიდენტ მიშელს დაუდეს მაგიდაზე, მე შემიძლია, პირდაპირ გითხრათ... ბატონ მიშელს ჰქონდა შეხვედრები ოპოზიციასთან და ის საკითხები მონიშნა, რასაც ოპოზიცია აყენებდა მნიშვნელოვან საკითხებად. ამ საკითხებში სამი საკითხი, როგორც მინიმუმ, მოითხოვს ოპოზიციის პარლამენტში ჩართვას და როდესაც ამბობენ, პარლამენტში არ შევალთო და, მეორე მხრივ, ამბობენ, რომ ეს საკითხები მინდა, რომ გაკეთდესო, ეს არის უბრალოდ არათანმიმდევრული. მიუხედავად ამისა, მე კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ოპოზიციიდან არცერთ პოლიტიკოსს არ ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, ჩვენი თვითმიზანი ეს არ არის. 

თავისთავად რა სურათიც აქამდე გვქონდა, არის ის, რომ ოპოზიციას არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია და ეს დემოკრატიაში არის ანომალია. ყოველთვის არის უმრავლესობა და ოპოზიცია, ეს როლები უნდა შეასრულონ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიებმა. მეორე, ვის სჭირდება ოპოზიცია? რა თქმა უნდა, ოპოზიცია სჭირდება პარლამენტს, დემოკრატიას, სჭირდება ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ ვხარჯავთ ჩვენ ძალისხმევას და არა იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი გვინდა, რომ მაინცდამაინც დავინახოთ პარლამენტში...

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

კომენტარები