ადგილობრივი ტურიზმი

2020 წელს ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 8.3%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2020 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 8.3%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მონაცემებზე.

2020 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 9.5%-ით შემცირდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

გასულ წელს ვიზიტების უმრავლესობა (45.9%) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი კი ქალაქ თბილისში (საშუალოდ 237.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 180.2 ათასი ვიზიტი თვეში) განხორციელდა.

საქსტატის თანახმად, განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 147.1 მლნ ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 4.2%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი კი გაზრდილია 9.5%-ით და 141.6 ლარს უტოლდება.

კომენტარები