პოლიტიკური კრიზისი

კრამონი: მზად ვარ, ჩავერთო საპარლამენტო მედიაციაში პარლამენტთან და ყველა პარტიასთან ერთად

ევროპული პარლამენტი აქტიურადაა ჩართული საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში. მე სრულიად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონის ძალისხმევას მიმდინარე მედიაციაში. ველოდები მასთან ახლო თანამშრომლობას. ევროკავშირის მედიაციის წარმატება დამოკიდებული იქნება ევროკავშირის ინსტიტუტების ერთიან მუშაობაში საქართველოში პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებისთვის და შემდგომი რეფორმებისთვის გზის გაკვალვისთვის.

როგორც საქართველოსთვის ევროპული პარლამენტის დემოკრატიული მხარდაჭერის და არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფის წამყვანი წევრი, მზად ვარ, სრულიად ჩავერთო საპარლამენტო მედიაციაში საქართველოს პარლამენტთან და ყველა პარტიასთან ერთად. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის პოლიტიკური კლიმატის შექმნას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპული პარლამენტი ჩაერთოს მედიაციის პროცესში. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები, მოლაპარაკებების ცენტრში დააყენონ ქვეყნის მოქალაქეები და პატივი სცენ თავიან ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს...

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ეხმაურება

კომენტარები