პოლიტიკური კრიზისი

დანიელსონი: კარგი შეხვედრა მქონდა ოპოზიციასთან, კიდევ შევხვდები მათ და პრეზიდენტს

დღეს გვქონდა კარგი შეხვედრა ოპოზიციასთან და ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთანაც. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი. მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა კომპრომისს მივაღწიოთ...

თქვა მედიასთან კრისტიან დანიელსონმა და პრეზიდენტთან შესახვედრად გაემართა. კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი მედიაციის პროცესის ფარგლებში 1 დღით გაახანგრძლივა.

კომენტარები