ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორებას უარყოფენ

StyleCaster

რამდენიმე დღის წინ ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის დაშორების შესახებ ინფორმაცია წყვილის ახლობელმა გაავრცელა.

ამბავს მუსიკოსისა და ყოფილი ბეისბოლისტის ოფიციალური წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და დაშორება უარყვეს. მათივე თქმით წყვილს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ, მაგრამ ამ ეტაპზე შერიგებას არ გამორიცხავენ. 

წყვილი უკანასკნელად ერთი თვის წინ, დომინიკელთა რესპუბლიკის სანაპიროზე გამოჩნდა. როდრიგესი საცოლეს გადასაღებ მოედანზე ესტუმრა. მას შემდეგ ორივე ვარსკვლავი ერთად სოციალურ ქსელებშიც აღარ გამოჩენილა.

წყვილმა ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო, ორი წლის თავზე როდრიგესმა ბაჰამის კუნძულებზე ლოპესს ხელი სთხოვა. 

კომენტარები