ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდის ეპარქიის სხდომაზე სამღვდელოთა ნაწილი კადრებზე საუბრობს, ნაწილი ჩვენებას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო

ჭყონდიდის ეპარქიის სხდომაზე სამღვდელოთა ნაწილი კადრებზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი მის ჩვენებას ითხოვს.

ცოტა ხნის წინ მიტროპოლიტმა სტეფანემ თქვა, რომ არაერთი სასულიერო პირი პატრიარქის ბრალეულობის შესახებ "ვიდეოებს ატრიალებს". 

საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მეუფე სტეფანისა და სამღვდელოთა კამათი ჩანს:

– არ გინდათ, დაგიმტკიცებთ, მამებო, გინდათ?

– ამოიღე კადრი და გვაჩვენე.

– რა გაჩვენო შენ, კაცო.

– რატომ მიყვირი, აჩვენე ის კადრი, რაც...

– გაჩვენებ, გაჩვენებ...

მიტროპოლიტმა ქადაგებისას მის წინამორბედს, მეუფე პეტრე ცაავას ცილისმწამებელი უწოდა. მიტროპოლიტი პეტრე წმიდა სინოდმა მას მერე დასაჯა, რაც კათოლიკოს-პატრიარქ ილიას "პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა.

სწორედ ამ ბრალდების კონტექსტში ახსენა მიტროპოლიტმა სტეფანემ "უაზრო ვიდეოები".

"ახლა მე ეპარქიაში უკვე რამდენი შემხვდა და მეუბნებიან, აი, ვიდეოზე გაჩვენებ რაღაცებს და ამის მერე შენ იტყვი თუ არა ამას ხმამაღლა. ვამბობ ახლა ხმამაღლა, შენ რომ ვიდეოზე რაღაცებს გადაღებულს მომიტან, მე არ ვიცი, ის რა არის და ეს შეიძლება ფალსიფიკაცია იყოს. ვინც შეამოწმა, რა არის და ამდენი სასულიერო პირი ვიდეოებს ატრიალებს და ბრალს უყენებს თავის პატრიარქს". – თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ. 

კომენტარები