მკვლელობა კასპში

კასპში კაცი მოკლეს – ცხედარი სასაფლაოზე იპოვეს

Tabula

კასპში კაცი მოკლეს. მისი ცხედარი ერთ-ერთ სასაფლაოზე იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები