ჩანაწერები

ტიკარაძე: მეც ვთვლი, რომ მიუღებელი უნდა იყოს ფარული მიყურადება და ჩანაწერებით მანიპულირება

ბატონი ირაკლი ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს კომენტარს, არაერთმა ჩვენმა წარმომადგენელმა, გუნდის, გააკეთა ამასთან დაკავშირებით კომენტარი.

რა თქმა უნდა, მეც ვიზიარებ ამ კომენტარებს და ვთვლი, რომ ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს ფარული მიყურადება და ფარული ჩანაწერებით  მანიპულირება,ასევე, რა თქმა უნდა, ფალსიფიკაცია ნებისმიერი მსგავსი ჩანაწერის

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე TV პირველის გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. ამაზე გამოძიება მხოლოდ უკანონო მიყურადების მუხლით დაიწყო. სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. განჩინების მიხედვით, გამოძიებას უფლება მიეცა წინააღმდეგობის შემთხვევაში ძალა გამოიყენოს. 

კომენტარები