აშშ-ჩინეთი

აშშ-ს გენერალი: ჩინეთი მომდევნო 6 წელში, შესაძლოა, ტაივანში შეიჭრას

ჩინური წარმოების ბომბდამშენი H-6K

აშშ-ს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ძალების გენერალმა ფილიპ დევიდსონმა რეგიონში არსებულ ჩინეთის საფრთხეზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2050 წლისთვის ჩინეთი ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ჩანაცვლებას შეეცდება, მაგრამ მანამდე მათ ტაივანის დაპყრობა დასჭირდებათ. მზარდი სამხედრო შეიარაღებისა და აქტივობის ფონზე, დევიდსონის თქმით, ჩინეთი, შესაძლოა, მომდევნო ექვს წელში ტაივანში შეიჭრას. 

"ჩემი თვალთახედვით ისინი [ჩინეთი] ავითარებენ ისეთ სისტემებს, შესაძლებლობებსა და პოზიციებს, რომლებიც მათ აგრესიული მიზნების ინტერესს ამტკიცებს" - თქვა ფილიპ დევიდსონმა.

გენერლის თქმით, ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში ჩინეთის საფრთხის შესაჩერებლად საჭიროა, შეიარაღებაში მილიარდობით დოლარის ღირებულების ინვესტირება. დევიდსონმა ჩინეთს 21-ე საუკუნის  ყველაზე დიდი საფრთხე უწოდა. 

გენერალმა დევიდსონმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩინეთის სამიზნე გუამის სამხედრო ბაზაა. გუამი მიკრონეზიაში მყოფი ამერიკული კუნძულია, სადაც განლაგებულია აშშ-ს სამხედრო ბაზაა, რომელიც ამერიკისთვის ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული წერტილია. 

გასული წლის სექტემბერში ჩინეთის სამხედრო ძალებმა გამოაქვეყნა პროპაგანდისტული ვიდეო, რომელშიც გუამში მყოფი ანდერსენის საჰაერო ძალების დაბომბვის დამონტაჟებული კადრები იყო ჩასმული. ეს კადრები ახსენდა დევიდსონმაც გუამის ბაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

"დღეს გუამი სამიზნეა. ის უნდა დავიცვათ. იქ 170 000 ამერიკელი მოქალაქე ცხოვრობს. მათი დაცვა, სამშობლოს დაცვაა". - თქვა გენერალმა დევიდსონმა. მისი თქმით, აშშ-ს კონგრესმა კუნძულის დასაცავად $1.6 მილიარდი ღირებულების Aegis Ashore ტიპის სარაკეტო თავდაცვითი სისტემა უნდა დააყენოს.


ტაივანის კუნძულს ჩინეთისთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც  ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის ურთიერთობა დაძაბულია. 1949 წელს ჩინეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამარჯვების შემდეგ ჩინეთის ნაციონალისტური მთავრობის წევრები ტაივანის კუნძულზე გაიქცნენ და საკუთარი მმართველობა დაამყარეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანის სუვერენიტეტს არ აღიარებს და საკუთარ რეგიონად მიიჩნევს, ტაივანი - ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა -  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას არ აღიარებს. 

კომენტარები