პოლიტიკური კრიზისი

ფონ კრამონი: სააკაშვილს მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა აქვს და არა კონსტრუქციული

ყველაჯერზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რამეს იტყვის, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა არეულობაში ექცევა. არ აქვს კონსტრუქციული მიდგომა, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა. სწორედ ამიტომ მოვიხსენიე ისინი ერთ წინადადებაში. სხვა მხრივ, მართალი ხართ [რომ ბიძინა ივანიშვილს მეტი პასუხისმგებლობა აქვს]

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა საქართველოში არსებულ კრიზისზე საუბრისას თქვა, რომ ჩრდილში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ჩარევა უნდა შეწყვიტონ. Twitter-ზე მის ამ ნათქვამს ერთერთი მომხმარებელი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილს მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რის პასუხადაც ევროპარლამენტარმა ნათქვამი განმარტა.

კომენტარები