ევროპარლამენტი

გრეგოროვა: მჯერა, რომ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს - რურუასა და მელიას

ძვირფასო კოლეგებო და საქართველო, არ შემიძლია, არ ვახსენო თუ როგორი სიმბოლურია, რომ 8 მარტის შეთანხმებიდან და დაპირებებიდან, როდესაც [საქართველოში] მძაფრი შიდა დაძაბულობა იყო, 1 წელი გავიდა, ახლა კი ვითარება უფრო მძიმეა. ამის ყურება საწყენია, მაგრამ ამ გრძნობაზე არ შევჩერდები.

გასულ წელს საქართველომ შეძლო კრიზისის დაძლევა და ახალი ფურცლის გადაშლა საარჩევნო სისტემის ცვლილებით. ჩვენ მათ ამაში დავეხმარეთ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევძლებთ დახმარებას და საქართველოც თავის გზას დაუბრუნდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გაუმჯობესებას და გაათავისუფლებენ პოლიტპატიმარ რურუას, როგორც უკვე შეთანხმებულები ვიყავით, და ასევე მელიას. მოქალაქეებს კი უფლება მიეცემათ, აირჩიონ ის, ვინც მათ წარმოადგენს, ისეთ სისტემაში, რომლის სამართლიანობაზეც ეჭვები არ იარსებებს. 

მაგრამ ამისთვის, ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, ჩვენ უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ და უფრო ძლიერი მანდატი უნდა მივცეთ ჩვენს ჯგუფს, ევროკავშირისა და საერთაშორისო ელჩებს, რათა ხელი შეუწყონ მედიაციას, უნდა გავგზავნოთ დამხმარე დელეგაცია. 

რაც პრეზიდენტმა მიშელმა დაიწყო, დიდი და პირველი ნაბიჯი იყო. მოდი, განვაგრძოთ რაც მან და ჩვენც დავიწყეთ, დავეხმაროთ ჩვენს მეზობლებს, ძვირფასო კოლეგებო, დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს...

თქვა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ. დღეს  ევროპარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები იმართება. დებატების საკითხი საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების ინიციატივით შევიდა. ძირითადი განხილვის თემაა საქართველოში ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი.

კომენტარები