ჩანაწერები

ნოდია: არ მესმის, ვინც ჩანაწერების შემდეგ ამბობს, ოპოზიცია მოლაპარაკებაზე აღარ უნდა იყოსო

ცოტა არ მესმის იმ ხალხის, ვინც გვეუბნება, რომ რაკი ბერას და ღარიბაშვილის დიალოგები მოვისმინეთ, ოპოზიცია პრემიერთან (ანუ ღარიბაშვილთან) მოლაპარაკებაზე აღარ უნდა დაჯდეს. ტეხავს.

როგორც ჩანს, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ხმამაღლა ვიტყვით, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალიან, ძალიან, ძალიან არ მოგვწონს, ის ჩვენი მორალური დაგმობის ძალას ვერ გაუძლებს და, რაღაცნაირად, თავისით აორთქლდება.

წერს Facebook-ზე პოლიტოლოგი გია ნოდია. ოპოზციაში ამბობენ, რომ მათი პოზიცია ერთიანია და ქართულ ოცნებას მოლაპარაკებების ჩაშლის საშუალებას არ მისცემენ. TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები