ჩანაწერები

წილოსანი ჩანაწერებზე: კანონდარღვევაა მოპოვების კუთხით, შეიძლება ფაბრიკაციაა

დარწმუნებული ვარ, პროკურატურა განცხადებას გაავრცელებს, რადგან მისი ვალდებულებაა საჯაროდ უკანონო გასულ ჩანაწერებზე, რომლებიც შეიძლება ასევე ფაბრიკაციის ნიშნებს შეიცავდეს და მე არ მინდა, ჩვენი საერთო პოზიცია ამით გამოვხატო, მაგრამ თავისთავად ნათელია, რომ ეს ჩანაწერები ერთი მხრივ კანონდარღვევაა მოპოვების კუთხით და მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად კონკრეტულ სხვა დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ, კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია TV პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერზე, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები