კალაძე მერის არჩევნებზე კენჭისყრაზე: როდესაც დრო მოვა, ყველაფერს გაიგებთ

მომდევნო დღეებში, მომდევნო თვეებში, როდესაც ამის დრო მოვა, გაიგებთ ყველაფერს იმასთან დაკავშირებით, მივიღებ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში. მე არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ მალულად ან ჩუმად ყოფილიყო. ყველაფერი ცხადი იქნება, როდესაც ამის დრო მოვა. ყველაფერს თავისი დრო აქვს, დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული თბილისზე და თბილისელებზე, ბევრ პროექტებს ვახორციელებ. შესაბამისად, როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გეცნობებათ...

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უპასუხა კითხვაზე, აპირებს თუ არა ის ხელმეორედ იყაროს კენჭი თბილისის მერობაზე. ადგილობრივი არჩევნები ქვეყანაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. 

კომენტარები