ჩანაწერები

ყაველაშვილი ჩანაწერებზე: რა გამოძიება ხალხო... სისულელეა!

ყველაფერი გამოეცალათ ხელიდან და რაღაც ჩანაწერებზე აქვთ აქცენტი გაკეთებული. რა გამოძიება ხალხო [...] გამარჯვებული პარტია ვართ, რომელსაც დაახლოებით მილიონამდე ადამიანმა მისცა ხმა. ყველა ეს თემა, რომელიც ვერაფრით ააგორეს... ძალით ჩაჯდა ადამიანი ციხეში [ნიკა მელია], რომ გამოეწვია მსოფლიო სკანდალი, იმისთვის, რომ აი, ნახეთ, როგორ დევნიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ყველაფერი ხელმოცარული აქვთ. ახლა დაიწყეს ჩანაწერებზე საუბარი. რა გამოძიება – სისულელეა! რა გამოძიება უნდა დაიწყოს? რაზე უნდა დაინტერესდეს?

ამბობს ქართული ოცნების წევრი, მიხეილ ყაველაშვილი. TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები