ჩანაწერები

ხუხაშვილი ჩანაწერზე: ინციდენტის მთავარი მსხვერპლი არა უცნობი ბავშვი, არამედ ბერაა

მე მასთან მქონდა ურთიერთობა ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი მისი თავაზიანობით, უფროსის პატივისცემით, მოკრძალებით. ამპარტავნების ნიშანწყალი არ იგრძნობოდა.

ვინც თითქოს მის ინტერესებს იცავდა და იცავს დღეს, სინამდვილეში მის ხარჯზე საკუთარ ჭიას ახარებს.

იმ სავარაუდო ინციდენტის მთავარი მსხვერპლი ის ვიღაც ბავშვი კი არა, თავად ბერაა...

დღესაც მძევლად ყავთ აყვანილი.

ამოსუნთქვის, დაფიქრების საშუალებას არ აძლევენ, რომ რაღაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში.

დაინახოს, რა “მოსულა” და რა არა...

გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში - “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი...”

დაწერა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა თავის facebook გვერდზე.  TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები