აშშ-რუსეთი

აშშ: რუსეთთან დაკავშირებული მედიები Covid-19-ის ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ

AN

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამი ონლაინ მედია გამოააშკარავა, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან არიან დაკავშირებული და Pfizer-ის და Moderna-ს მიერ წარმოებულ Covid-19-ის ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ისაუბრა.

სპიკერის თანახმად, მედიები ავრცელებდნენ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას, მათ შორის Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე, სამხედრო კონფლიქტებზე, დემონსტრაციებზე და ნებისმიერ უთანხმოების გამომწვევ საკითხზე, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ.

სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა სამი აქტიური ონლაინ მედია გამოააშკარავა. ცენტრის თანახმად, News Front-ს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აკონტროლებს. New Eastern Outlook-სა და Oriental Review-ს კი რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახური მართავს. კიდევ ერთი საიტს Rebel Inside რუსეთის არმია აკონტროლებს, თუმცა ის ძირითადად არ არის აქტიური.

"დეპარტამენტი გააგრძელებს ონლაინსივრცეში რუსეთის ავი ქმედებების გამოაშკარავებას... ჩვენ ასევე გავაგრძელებთ პარტნიორებთან ახლო მუშაობას, რათა გლობალური პასუხი გავცეთ დეზინფორმაციას". – თქვა საგარეო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრმა სამი აქტიური ონლაინ მედია გამოააშკარავა. ცენტრის თანახმად, News Front-ს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აკონტროლებს. New Eastern Outlook-სა და Oriental Review-ს კი რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახური მართავს. კიდევ ერთი საიტს, Rebel Inside რუსეთის არმია აკონტროლებს, თუმცა ის ძირითადად არააქტიურია.

"დეპარტამენტი გააგრძელებს ონლაინსივრცეში რუსეთის ავი ქმედებების გამოააშკარავებას... ჩვენ ასევე გავაგრძელებთ პარტნიორებთან ახლო მუშაობას რათა გლობალური პასუხი გავცეთ დეზინფორმაციას". – თქვა საგარეო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამერიკულ გამოცემა The Wall Street Journal-თან კრემლის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებდა.

Pfizer-BioNTech ის ვაქცინა პირველი იყო, რომელიც აშშ-ში გამოყენებისთვის დეკემბერში დაამტკიცეს. იმავე თვეს გამოყენებისთვის დამტკიცდა ამერიკული კომპანიის, Moderna-ს ვაქცინა.

კომენტარები