ჩანაწერები

ნოდია ჩანაწერებზე: ერთი სიტყვა მიტრიალებს – გულისრევა

ბერა-ღარიბაშვილ-ჩუბინიძის ჩანაწერებზე რეაქცია სამართლებრივ ან პოლიტიკურ ტერმინებში ("გამოძიება უნდა დაიწყოს", "ღარიბაშვილი უნდა გადადგეს" და ა. შ.) ფორმალურად სწორია, მაგრამ თან – რეალობას აცდენილი. რა აზრი აქვს ან ერთს, ან მეორეს?

მე ერთი სიტყვა მიტრიალებს: გულისრევა. ამ სიტუაციაზე და მასში ჩართულ თითოეულ პერსონაჟზე ნორმალურ ადამიანს რწყევის რეფლექსი უნდა აუმოქმედდეს.

მეორე სიტყვაა პრიმიტივიზმი: ეს ხალხი როგორც მორალურად, ისე ინტელექტუალურად განვითარების ძალიან დაბალ, საწყის დონეზე დგას. (თუმცა, ერთ-ერთი მათგანი დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია – რაც არ უშლის ხელს, გათავხედებული პატარა მანიაკის პირადი ლაქიაც იყოს).

მთავარი შეკითხვაა: რამდენად მოქმედებს ერში გულისრევის რეფლექსი? თუ ის რაღაცნაირად გადაგვარდა?

ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ნოდია TV პირველის ეთერით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები