"ჩვენი საზოგადოება დეკლარაციულად მუდმივად გმობს ფარულ და ფაბრიკაციულ ჩანაწერებს, არ მოგვწონს, ჭკუას ვარიგებთ ერთმანეთს, თუმცა ყოველ ჯერზე დიდი ინტერესით და გაფართოებული თვალებით ვითვისებთ ახალ ნაგავ ინტერნეტმასალას. ონლაინ სამყაროს წესებით, deepfake-ს და თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით შექმნილ ტყუილებს მაშინ გაეცემა პასუხი, როცა ჩვენ ადეკვატურ რეაგირებას დავიწყებთ. გუშინ გავრცელებული მდაბიოდ შეკოწიწებული ფეიკ ჩანაწერები, ( თავად სატელევიზიო სივრცეში რომ ტვ პირველის “გაკეთებულ ვიდეოს” ეძახიან) მეტი არაფერია, თუ არა დაგეგმილი აქტი კიდევ ერთი მიზეზი მოძებნოს ოპოზიცია,მ გავიდეს ცივილური სივრციდან რატომ წვალობთ, პირდაპირ თქვით და არ ხართ ცივილური სამყაროს ნაწილი და უკვე სათანადოდ ინფორმირებული საზოგადოება გაგცემთ პასუხს".
ჩანაწერები
წილოსანი ჩანაწერებს Deepfake-ით და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ ტყუილებს უწოდებს





