ჩანაწერები

ზედელაშვილი: წინასწარი შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების რეპრესიული კონტროლის უძველსი ფორმაა

წინასწარი შეზღუდვა სიტყვის თავისუფლების რეპრესიული კონტროლის უძველესი და ყველაზე მძიმე ფორმაა, ცენზურა ამ ცნების ორიგინალური გაგებით.

ადამიანის უფლებების რევოლუციამ თავისუფალ სამყაროში ცენზურის ეს ფორმა პრაქტიკულად სრულად გააქრო სამართლიდან.

წინასწარი შეზღუდვის რაიმე ფორმით რესტავრაცია, მხოლოდ კლასიკური ავტოკრატიის სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედების დამადასტურებელი იქნება.

წერს Facebook-ზე საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კვლევითი ინსტიტუტის, GNOMON WISE-ის მკვლევარი, დავით ზედელაშვილი. ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის თქმით,  სასამართლოს TV პირველის სიუჟეტის ეთერში გასვლის აკრძალვა შეუძლია.

კომენტარები