პაპის ვიზიტი ერაყში

პაპი ფრანცისკე ერაყში ჩავიდა

CNN

პაპი ფრანცისკე ერაყში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა ერაყის პრემიერმინისტრ მუსტაფა ალ-კადიმსა და პრეზიდენტ ბარჰამ სალიჰს. 

COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ ეს პაპი ფრანცისკეს პირველი მოგზაურობაა იტალიის გარეთ.  

"მე მოხარული ვარ, რომ მოგზაურობა გავაგრძელე და ეს სიმბოლური მოგზაურობაა. ეს ვალდებულებაა. ეს დიდი ხნის წამებული მიწაა" - უთხრა პაპმა ფრანცისკემ საკუთარ თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებს. 

ქვეყნის სამთავრობო წარმომადგენლებთან ვიზიტის შემდეგ პაპი ბაღდადის ეკლესიაში სასულიერო პირებს შეხვდება. ამ ეკლესიაში 2010 წელს რადიკალურმა ჯიჰადისტმა ტერორისტებმა თავდასხმა მოაწყვეს, რასაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

"მე ჩამოვედი ქრისტეს სახელით, როგორც მშვიდობის პილიგრიმი, მშვიდობის უფლისწული. წლების განმავლობაში უამრავს ვლოცულობდით, რომ ირაყში მშვიდობას დაესადგურა". - თქვა პაპმა სიტყვით გამოსვლის დროს.

პაპი ერაყს 4 დღით ესტუმრა და ის ოთხ ქალაქს მოინახულებს. 

ერაყში პაპის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრმა ჟოზე ა. ბეტანკურმა, წმიდა საყდრის დესპანმა საქართველოში.

კომენტარები