ალექსანდრე კობერიძის ფილმმა, "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" ბერლინის საერთაშორიო კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა ასოციაციის(FIPRESCI) ჯილდო მიიღო.
"რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" 1993 წლის შემდეგ პირველი ქართული ფილმია, რომელიც ბერლინის ფესტივალზე მთავარ კატეგორიაში მოხვდა.
2018 წლის ბერლინალეზე კობერიძის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა "ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმის კატეგორიაში, გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდო მიიღო.
ბერლინალეს არასაკონკურსო პროგრამაში, სექცია "ფორუმში", კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება" მოხვდა.
2021 წლის ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ შემდეგი ფილმები:
ოქროს დათვი
Bad Luck Banging Or Loony Porn - რეჟ. რადუ ჯადე, რუმინეთი
ჟიურის გრან პრი
Wheel Of Fortune And Fantasy - რეჟ. რიუსუკე ჰამაგუჩი, იაპონია
ჟიურის პრიზი
Mr Bachmann And His Class - რეჟ. მარია შპეტი, გერმანია
საუკეთესო რეჟისორი
დენეს ნაგუ - Natural Light, უნგრეთი
საუკეთესო მსახიობი
მარენ ეგერტი - I'm Your Man
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი
ლილა კიზლინგერი - Forest, I See You Everywhere
საუკეთესო სცენარი
ჰონგ სანგსუ - Indtroduction, სამხრეთ კორეა