პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: იმედი მაქვს, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე დანიშნავს პლებისციტს

ბუნებრივია, პლებისციტი უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და 8 მარტის შეთანხმებიდან ჩატოვებული გიორგი რურუას გამოშვებისა და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც ოპოზიციას უკვე შეთავაზებული აქვს მოლაპარაკებების ფარგლებში. ვგულისხმობ, სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილებებს. 

რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის განცხადებას, ახლა მთავარია ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს. გამოუშვას პოლიტპატიმრები, მიიღოს ეს ცვლილებები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებისციტში და მერე არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე ქნას ეს ყველაფერი და მე გამიხარდება

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ვრცლად გიგა ბოკერიას კომენტარი ნახეთ აქ

კომენტარები