არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი

გორში 13 წლის მოზარდმა იმშობიარა – საქმეზე 1 ადამიანია დაკავებული

გორში 13 წლის მოზარდმა იმშობიარა. საქმეზე ერთი ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა დაკავებული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისმობს. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალებული თებერვალში დააკავეს.

კომენტარები