პოლიტიკური კრიზისი

ესტონეთის პრეზიდენტი: ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე საქართველოში

twitter

ესტონეთისა და ლიტვის პრეზიდენტებმა, კერსტი კალულაიდმა და გიტანას ნაუსედამ შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპის სახელწიფოების თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები საქართველოში. 

ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი საკუთარ twitter-ის ანგარიშზე წერს.

"აღმოსავლეთ პარტნიორობა" არის ის საკითხი, სადაც ჩვენს ქვეყნებს აქვთ მორალური ვალდებულებები. ჩვენ ვისაუბრეთ ბელარუსში ხალხის სამომავლო პერსპექტივებზე და მიმდინარე პროცესებზე საქართველოსა და მოლდოვაში, ამასთან ერთად  რეფორმების პროცესზე უკრაინაში". - წერს კერსტი კალულაიდი.

 

კომენტარები