Economist Intelligence Unit-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქი ისევ პარიზია. საფრანგეთის დედაქალაქს მეორე და მესამე ადგილებზე ჰონგ-კონგი და ციურიხი მოჰყვებიან.
კვლევაში მსოფლიოს 133 ქალაქში, 140-ზე მეტი პროდუქტისა თუ სერვისის ღირებულებას ითვლიან. 2020 წელს ცხოვრების ღირებულებაზე ყველაზე დიდი გავლენა კორონავირუსის პანდემიას ჰქონდა. მაგალითად, რადგან ადამიანების უმეტესობა წლის განმავლობაში სახლიდან, დისტანციურად მუშაობდა, ლეპტოპებისა და კომპიუტერების ფასი, 2019-თან შედარებით, საშუალოდ 18.7%-ითაა გაზრდილი. ჩაკეტილი ეკონომიკისა და ე.წ. "ლოქდაუნების" ფონზე კი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა.
პანდემიის სტრესთან გასამკლავებლად მსოფლიოს ყველა ქალაქი კარგად გამოცდილ მეთოდებს მიმართავდა: 2020 წელს ალკოჰოლი და სიგარეტი მნიშვნელოვნად გაძვირდა. მაგალითად, ავსტრალიის ხუთივე დიდ ქალაქში თამბაქოს ფასები 2-ციფრიანი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა.
ფასების ზრდაში დამნაშავე მხოლოდ ვირუსი არაა. სირიის კრიზისის ფონზე, დამასკოში საბაზისო პროდუქტები კვლავ ძვირდება, შეერთებული შტატების მიერ ირანის სანქცირების შედეგად კი თეირანმა ძვირიანი ქალაქების სიაში 27 პოზიციით წინ წაიწია.
2020 წლის ყველაზე ძვირიანი ქალაქები ასე გამოიყურება:
1. პარიზი
1. ჰონგ-კონგი
1. ციურიხი
4. სინგაპური
5. ოსაკა
5. თელ-ავივი
7. ნიუ იორკი
7. ჟენევა
9. ლოს ანჯელესი
9. კოპენჰაგენი
გასულ წელს ცხოვრება ყველაზე იაფი შემდეგი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის იყო:
133. დამასკო
132. ტაშკენტი
130. ლუსაკა
130. კარაკასი
129. ალმატი