BARS

Facebook-მა რეპ მუსიკისათვის TikTok-ის კონკურენტი აპლიკაცია BARS გამოუშვა 

ფოტო: internetprotocol.co

ამერიკულმა კომპანია Facebook-მა ახალი სოციალური პლატფორმა გამოუშვა, რომელიც კონკურენციას TikTok-სა და Instagram Reels-ს გაუწევს. აპლიკაციას BARS ჰქვია და ის სპეციალურად რეპ მუსიკისთვისაა შექმნილი. 

მომხმარებლებს აპლიკაციის ფართო ბიბლიოთეკიდან მუსიკის არჩევა შეუძლიათ და შემდეგ არჩეულ მუსიკაზე გარეპვა. 

TikTok-ის მსგავსად, ამ პლატფორმაზეც მაქსიმუმ ერთ წუთიანი ვიდეოების განთავსება შეიძლება. ამჟამად BARS ვერტიკალური დიზაინითაც TikTok-ს ჰგავს, თუმცა ის მუსიკალური აპლიკაციების ბაზარზე პოზიციონირებს.

BARS მომხმარებლებს დუეტის ჩაწერის საშუალებასაც აძლევს, დეველოპერების თქმით, აპლიკაცია ჯერაც დახურულ ბეტა ფაზაშია და მისი ფუნქციური შესაძლებლობები დროსთან ერთად გაიზრდება. 

აპლიკაციის შექმნაზე მუშაობდნენ ცნობილი და გამოცდილი მუსიკოსები. მათი თქმით, BARS-ი დამწყები მუსიკოსებისა და უბრალოდ რეპის მოყვარულთათვისაც მარტივად გასაგები და გამოსაყენებელი იქნება. 

ჯერჯერობით, BARS მხოლოდ iOS სისტემაზე, აშშ-შია ხელმისაწვდომი. 

კომენტარები