კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 360 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 25 349 ტესტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 25 349  ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა. ასევე, გამოჯანმრთელდა 119 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.42 %-ია.

ინფიცირების 360  ახალი შემთხვევიდან თბილისში  194 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 14, იმერეთში - 50, ქვემო ქართლში - 9, შიდა ქართლში - 35, გურიაში - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 25, კახეთში - 8, მცხეთა-მთიანეთში - 8, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 367, საიდანაც 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 151 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 739 - სახლში. 

მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 30, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში - 63, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 ადამიანი.

3 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 271 739  შემთხვევაა დადასტურებული. მათგან  265 805 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  3 541 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა. 

კომენტარები