ატომური ელექტროსადგურები

ბილ გეიტსი: ატომური ელექტროენერგია უსაფრთხოა და ის პოლიტიკურად მისაღები გახდება

ფოტო: herostocks.ca

კომპანია Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, მილიარდელმა და კლიმატური ცვლილებების აქტივისტმა, ბილ გეიტსმა თქვა, რომ ატომური ელექტროენერგია გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე ნავთობი, ნახშირი და ბუნებრივი აირი.  

გეიტსი თვლის, რომ ატომური ენერგია მომავალში პოლიტიკურადაც მისაღები იქნება, რადგან მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ფაქტს მეტი ადამიანი გააცნობიერებს. 

CNBC-ის ინტერვიუში გეიტსმა თქვა, რომ ატომურმა ენერგიამ რეპუტაციასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოაგვაროს, რადგან საზოგადოების ნაწილი მას ბირთვულ იარაღთან და ჩერნობილისა თუ ფუკუშიმას კატასტროფებთან აკავშირებს.

მისი თქმით, მიუხედავად ცუდი რეპუტაციისა, ფაქტია, რომ ატომური ელექტროენერგია გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ენერგიის წყაროები, განსაკუთრებით კი ახალი თაობის რეაქტორები, რომლებიც გარემოს არ აბინძურებენ. 

გარდა ამისა, ახალი ტიპის რეაქტორები შედარებით მცირე ზომისაა და მათ მშენებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები დროსთან ერთად შემცირდება. 

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ წარმოებულ ტერავატ ენერგიაზე

"ვაღიარებ, რომ ხალხის დარწმუნება უფრო რთული იქნება, ვიდრე თავად რეაქტორების მშენებლობა, თუმცა ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, რადგან ეს ტექნოლოგია აუცილებელია კლიმატური ცვლილებების თავიდან ასარიდებლად". - ამბობს გეიტსი. 

კომენტარები