კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დაპირისპირება არსებობს ჩემსა ერთ სუბიექტს შორის მარტო, ეს სუბიექტია COVID-19

დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მხოლოდ, SARS-COV-2, რომელიც იწვევს დაავადებას, covid-19-ს. აი, ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი წელიწადი და ზუსტად ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე, სექტემბრის მეორე ნახევრიდან. შემდეგ დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ამ ბრძოლაში ჩემი უპირატესობა და დღეს ისევ ჯერჯერობით მე ვჯაბნი მას. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან [ტიკარაძე] არ მაქვს, ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას...

ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შესაძლო დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას.

კომენტარები