პიკეტირება

წილოსანი: ერთადერთი ახსნაა, რომ ოპოზიციას ეზარება მუშაობა და პარლამენტში შემოსვლა

არ გასულა რამდენიმე საათი და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც შეთანხმება იყო და რომლის  მიზნითაც გაიმართა გუშინდელი შეხვედრა. ვხედავთ, რომ პარლამენტის წინ ხდება პიკეტირება და რიგი ვიწრო და ძალიან რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური წარმომადგენლები ხელს უშლიან საკანონმდებლო წარმომადგენლებს მუშაობაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ძირითადი ჩვენი საქმის ხელისშემშლელი ფაქტორი და უკვე გარკვეულწილად, შევეგუეთ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ერთადერთი ახსნა ამას შეიძლება ჰქონდეს ის, რომ ოპოზიციას ძალიან ეზარება მუშაობა და იმისთვის, რომ ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში, სხვადასხვა მიზეზებს იყენებენ...

პარლამენტთან ოპოზიციის აქცია-პიკეტი მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან პოლიცია დგას. აქციის მონაწილეების ნაწილმა სავალ გზაზე დადგომა სცადეს, მათ ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს და ერთი პირი ადგილიდან გაიყვანეს. 

ოპოზიცია ხაზგასმით აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია-პიკეტი მშვიდობიანია.

კომენტარები