კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ვაქცინა იყოს და პრობლემა არ იქნება წელს 1 700 000 ადამიანის აცრა

ვაქცინები სულ უფრო და უფრო მეტი ჩნდება მსოფლიო ბაზარზე, მათ შორის  კოვაქსის პლატფორმაზეც გამოჩნდება და ეს კატასტროფული დეფიციტიც, რომელიც დღეს არის მსოფლიოში შექმნილი [შემცირდება]...

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ, მარტიდან დაწყებული... უკვე ახალი ვაქცინებიც იღებენ, უკვე გზაში არიან, რომ მიიღონ ავტორიზაცია... ზაფხულისკენ უფრო გვექნება...

ჩვენ მზად ვართ, გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება მასობრივი იმუნიზაციის კამპანიების ჩატარების, ჩვენ 90-იან წლებში 3.5 მილიონი ადამიანი ავცერით ერთ წელიწადში, როდესაც დიფტერიის ეპიდემია იყო ქვეყანაში, ეს ხდებოდა, შუქი რომ არ იყო, არაფერი რომ არ იყო, ხელფასი არ იყო, დაქცეული იყო ქვეყანა და შევძელით მაშინ 3.5 მილიონი ადამიანის აცრა.

ასე რომ, ვაქცინა იყოს და, დამერწმუნეთ, პრობლემა არ იქნება, ნამდვილად განხორციელდება ეს პროგრამა...

ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე TV მაესტროს ეთერში კითხვაზე, შეძლებს თუ არა საქართველო 2021 წელს 1 700 000 ადამიანის ორჯერად აცრას, რაც ვაქცინაციის ეროვნული გეგმითაა განსაზღვრული.

კომენტარები