კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 362 ახალი შემთხვევიდან თბილისში 165 დადასტურდა, იმერეთში – 43, აჭარაში - 25

ბოლო 24 საათში კორონავირუსით  ინფიცირების 362 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა – 165, აჭარაში – 25, იმერეთში – 43, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 33, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე 289 მძიმე პაციენტია, მათგან 104 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა  22 501 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 443 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 461 ადამიანი.

25 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 269 800 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ადამიანი 263 727 გამოჯანმრთელდა, 3 475 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინატო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობდა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იმუშავებს. 

რა გაიხსნება 1, 8, 15 მარტიდან – სრულად

კომენტარები