100 წელი ოკუპაციიდან

ბოკერია: სამწუხაროდ, ქვეყანის შიგნითაც არიან ძალები, ვინც თავისუფლებას საფრთხეს უქმნის

ეს ტრაგიკული დღეა. 100 წლის წინ ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა ძალიან მკაფიო არჩევანი, ყოფილიყო თავისუფალი ქვეყანა, ყოფილიყო თავისუფალი სამყაროს ნაწილი, სადაც ადამიანის თავისუფლება უნდა გამხდარიყო ყველაზე დიდი ღირებულება. ეს იყო ევროპული სახელმწიფოს შექმნის არჩევანი.  

[...] მაშინ ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ სისხლში ჩაახშო საბჭოთა რუსეთმა და ამას მოჰყვა ათწლეულები სტალინური საბჭოთა რუსეთის რეპრესიები, რომელმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას. 

დღესაც საფრთხე მოდის იმავე მიმართულებით - ჩრდილოელი მეზობლისგან, სადაც საბჭოთა სტალინური რუსეთის მემკვიდრეობა არათუ არ გამქრალა, არამედ, პირიქით, ამის აღორძინებას ცდილობენ და, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არიან ძალები, ვინც ამ თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. ევროპული საქართველოს წევრებმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კომენტარები