რუსეთი

აქციებზე დაუმორჩილებლობისთვის რუსეთი ჯარიმებს ამკაცრებს

Al Jazeera

რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, საპროტესტო აქციების დროს ძალოვანების დაუმორჩილებლობაზე სანქციები გამკაცრდება. 

ვლადიმირ პუტინმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ხელი 24 თებერვალს მოაწერა.

ამიერიდან, ძალოვანი სტრუქტურების დაუმორჩილებლობა, ფიზიკური პირებისთვის, 500-1000 რუბლის ნაცვლად, 2-4 ათასი რუბლით დაჯარიმებას გაითვალისწინებს. სანქციების სიას ასევე ემატება სავალდებულო საზოგადოებრივი სამუშაოები, 40-120 საათის ხანგრძლივობით. 

დაუმორჩილებლობის აქტის განმეორების შემთხვევაში პირი 10-20 ათასი რუბლით დაჯარიმდება. ამ ეტაპისთვის, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის არსებული უმაღლესი სანქცია კვლავ 30-დღიან პატიმრობას მოიაზრებს. 

გაიზარდა ჯარიმები აქციების ჩატარების წესის დარღვევისთვისაც. მაგალითად, ფინანსური დახმარების გაწევა აქციების იმ ორგანიზატორებისათვის, რომელთაც პროტესტის გამოხატვა ამ ფორმით აკრძალული აქვთ (მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს), ფიზიკური პირის 10-15 ათასი რუბლით დაჯარიმებას გამოიწვევს. ანალოგიური დარღვევისთვის იურიდიული პირები 50-100 ათასი რუბლით დაჯარიმდებიან.

 

 

კომენტარები